Friday, December 17, 2010

დელფინი





დელფინი
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: ვეშაპისნაირნი
ოჯახი: დელფინისებრნი
გვარი:  ვეშაპისმაგვარი დელფინი
ლათინური სახელი: Lissodelphis

ვეშაპისმაგვარი დელფინი, ძუძუმწოვრების გვარი დელფინისებრთა ოჯახისა. აქვთ წვრილი და წაგრძელებული სხეული, უფარფლო ზურგი, მკერდის ფარფლები პატარა და ნამგლისებრი. იკვებებიან თავფეხიანებით და თევზებით. ცნობილია ორი სახეობა: ჩრდილოური ვეშაპისებრი ზვიგენი, რომლის სხეულის სიგრძე 2,5 -მდეა, ხოლო წონა 70 კგ-მდე. გავრცელებულია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, კურილიის კუნძულებთან; სამხრეთული ვეშაპისებრი ზვიგენი, რომლის სხეულის სიგრძეა 2,5 , ხოლო წონა 60 კგ-მდე. გავრცელებულია სამხრეთ ნახევარსფეროს ზომიერი სარტყლის წყლებში ანტარქტიკამდე.

No comments:

Post a Comment