Tuesday, October 5, 2010

ამინდის გამოცნობა

როგორ გამოვიცნოთ რა ამინდი იქნება? წელიწადის რომელიმე დრო რანაირი იქნება?
როცა მზე ჩადის და დასავლეთით წითლადაა მეორე დღეს კარგ ამინდი იქნება. 
მზის ჩასვლის დროს, მზე და ჰორიზონტზე ის ადგილი (ზოლად), სადაც მზე ჩადის თუ წითელია მეორე დღეს ქარი იქნება.
თუ ღამე, მოწმენდილ ცაზე, ვარსკვლავები (თითქმის ყველა) ძლიერად ციმციმებენ რომ გათენდება ქარი იქნება.
თუ კალმახი წყალში კარგადაა გამოსული კარგი მზიანი ამინდი იქნება
მერცხლები რომ დაფრინავენ დაბლა წვიმის მომასწავებელია
თუ ჩიტები მიწაში ბანაობენ იმა იქნება
თუ შორეული ბგერებ გარკვევით გვესმის წვიმა იქნება
თუ საღამოს ნიავია დილი დარი იქნება
თუ პატარა მწერები გუნდებად მოძრაობენ კარგი ამინდი იქნება.
თუ შაშვი მზის ჩასვლის შემდეგ გვიან ღამემდე გალობს კარგი ამინდები იქნება.
თუ თევ ანკესს არ ეკარება წვიმა იქნება
თუ ზამთარში თოვლის დროს გაიელვებს გამოიდარებს
თუ ბუზი მწარედ იკბინება გაწვიმდება   
თუ წაბლს უხვად ასხია დიდი ზამთარი იცის


საინტერესო მასალებს იპოვით აქაც: http://ucnauri.com/27/09/2009/მეგრული-მითოლოგია/
http://ucnauri.com/27/09/2009/მეგრული-მითოლოგია/

No comments:

Post a Comment